ISNI (International Standard Name Identifier) ავტორის სახელის საერთაშორისო სტანდარტული იდენტიფიკატორია, ე.წ. „შემოქმედებითი პასპორტის“ უნიკალური 16-ნიშნა ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ავტორისა და მისი ნაწარმოებების დაკავშირება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღრიცხვისთვის ISNI სისტემას პროფესიული საზოგადოება განსაკუთრებით ენდობა. სისტემაში რეგისტრაცია ნებისმიერი ავტორისა და უფლების მფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი.
ISNI რეესტრის უპირატესობები
ავტორის სახელებისა და ფსევდონიმების საერთო სისტემაში გაერთიანება;
სახელის საერთაშორისო სტანდარტული იდენტიფიკატორი (ISNI) არის საიდენტიფიკაციო სისტემა, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოებების ავტორებისა და მათ გავრცელებაში აქტიურად მონაწილე პირების იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ISNI სისტემა ავტორებთან ერთად აერთიანებს ბიბლიოთეკებს, გამომცემლობებს, მონაცემთა ბაზებსა და უფლებების მართვის ორგანიზაციებს.
რატომ არის საჭირო ISNI საერთაშორისო რეესტრში ავტორის სახელისა და ფსევდონიმის რეგისტრაცია?
ISNI საერთაშორისო სისტემის ძირითადი ფუნქცია შემოქმედებითი ნაწარმოებების ავტორებისთვის მუდმივი, უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებაა, რაც მათ მოძიებასა და იდენტიფიკაციას ამარტივებს. ISNI განსაზღვრავს შემოქმედის საჯარო იდენტობას და თითოეულ ინდივიდუალურ საიდენტიფიკაციო ნომერს ავრცელებს გლობალურ სისტემაში, რათა ყოველი გამოქვეყნებული ნაწარმოები მომენტალურად დაუკავშირდეს ავტორს.
რა უპირატესობები აქვს ISNI სისტემას?
ISNI რეესტრი მსოფლიო მასშტაბით აღიარებული პრაქტიკული, უსაფრთხო ინსტრუმენტია, რომელიც უპირველეს ყოვლისა შემოქმედი ადამიანების ინტერესების დაცვას ემსახურება. საერთო სივრცეში თავმოყრილი ინფორმაციის სანდოობა და მოქნილობა ISNI რეესტრის უმთავრესი უპირატესობებია. სახელისა და ფსევდონიმის რეგისტრაციის შემდეგ შემოქმედებითი ნაწარმოებების ავტორებს მინიჭებული უნიკალური ნომრის დახმარებით შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ ყველა ძირითად იდენტიფიკატორს. მაგალითად, მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებელი, რომელიც ასევე მუსიკისა და ტექსტის ავტორიც შეიძლება იყოს, ISNI რეესტრში მოუყრის თავს ამ ნაწარმოებ(ებ)თან დაკავშირებულ სრული ინფორმაციას.
როგორ მუშაობს ISNI?
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება კომპლექსური პროცესია. ISNI სარეგისტრაციო სააგენტოები სრულად არიან პასუხისმგებელნი არიან როგორც შეყვანილი მონაცემების ხარისხსა და სიზუსტეზე, ასევე ISNI რეესტრისგან მიღებული უკუკავშირის შესაბამისი მოქმედებების განხორციელებაზე. AETIS პლატფორმა ამ პროცესის მარტივად და კომფორტულად შესრულებას უზრუნველყოფს.
AETIS პარტნიორი ორგანიზაციები
10'000+ მომხმარებელი ირჩევს AETIS
შემოგვიერთდი და გაზარდე შენი შემოსავალი შენი ინტელექტუალური საქმიანობიდან.